GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველი ხათუნა კალმახელიძეს რეკომენდაციით მიმართავს
16:37 13.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა რეკომენდაციით მიმართა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს,  სასჯელაღსრულების #7  დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის დაწესებულების არაგეგმიური მონიტორინგის დროს ცნობილი გახდა, რომ დაწესებულებაში ადვოკატთა შესვლა შეზღუდულია.

„სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ამ ფაქტს უკავშირებს 2012 წლის 12-13 მაისს, ძლიერი წვიმისა და ნიაღვრის  შედეგად შენობის დაზიანებასა და დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება ხდება სათანადო აქტის გამოცემით, რომელიც, როგორც წესი საჭიროებს მინისტრის თანხმობას. თუმცა, სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, სამწუხაროდ, მათ ეს აქტი არ გააჩნიათ. საქართველოს კანონი „პატირმობის კოდექსი“ განსაკუთრებული პირობების შემოღებას უკავშირებს პატიმართა გარკვეული უფლებების შეზღუდვას (მაგალითად გასეირნებით სარგებლობის უფლება). ამავდროულად კანონი არაფერს ადგენს მსგავს შემთხვევაში პატიმრისათვის დამცველთან შეხვედრის უფლების შეზღუდვაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის 42–ე მუხლის თანახმად „დაცვის უფლება გარანტირებულია“. აღნიშნული უფლების შეზღუდვას კი, კონსტიტუცია საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი არ ითვალისწინებს.

„სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების გამოცხადების შემთხვევაში აღნიშნული უფლების შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით ხსენებულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წვიმის შედეგად წარმოქმნილი ინფრასტრუქტურული პრობლემები  შეძლებისდაგვარად მოგვარებულია, რაც განსაკუთრებულად გაუგებარს ხდის აღნიშნული უფლების შეზღუდვას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული შეზღუდვები უკანონოა და არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ დაცვის უფლებას.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლანჩხუთელები აჭარიდან ჩასახლებული მუსულმანების მიერ სამლოცველო გახსნას აპროტესტებენ1
დიმიტრი შაშკინი: არ მჯერა რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს ამ კურსს2
ტელეკომპანია "პირველი კავკასიური" დაიხურა3
მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის 21-ე კონგრესზე სიტყვით გამოდის (VIDEO)4
დედოფლისწყაროს რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ სარჩელი არ დააკმაყოფილა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X