საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ბათუმში საზაფხულო თეატრი მოინახულა და
სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ადგილზე სამუშაოები აგვისტოში
დასრულდება, რის შემდეგაც თეატრი მრავალ ფესტივალს უმასპინძლებს.
„ადრე აქ ზაფხულის თეატრი იყო, თუმცა სამჯერ პატარა. ასლან აბაშიძეს
საშინლად არ უყვარდა ადგილები, სადაც შეიძლებოდა ხალხი შეკრებილიყო და ამიტომ
დაწვეს ეს თეატრი, ისევე როგორც ცირკი. ახალი თეატრი კი, აგვისტოში გაიხსნება და
ძალიან დიდი ფესტივალები გაკეთდება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge