14 ივნისს, საქართველოში
შეზღუდული
შესაძლებლობების
მქონე
პირთა
დაცვის
დღე აღინიშნება. აღნიშნულ დღესთან
დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სპორტის ფედერაცია და მოძრაობა „ხელმისაწვდომი
გარემო“
ყველასთვის
აწყობს
პარა-კალათბურთის
საჩვენებელ
მატჩს.
შეხვედრაში მონაწილეობას
მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
ორგანიზატორთა
განცხადებით, აღნიშნულ პროექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის. მათი თქმით:
„თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალურ ინტეგრაციაში“.
შეხვედრა 14 ივნისს,
12:00 საათზე, სპორტის სასახლეში გაიმართება. დასწრება
თავისუფალია.
Internet.ge