ქსენია სობჩაკის მიმართ, რომლის სახლის ჩხრეკისას
სამართალდამცველებმა მილიონზე მეტი ევრო, დოლარი და რუბლი ამოიღეს, საგადასახადო
შემოწმება დაიწყო. ამ ეტაპზე, ამოწმებენ ყალბი ხომ არ არის
კუპიურები.
პარალელურად, დამატებითი ჩხრეკა ჩატარდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ალექსეი ნავალნის ორგანიზაცია „როსპილ“-ის
ოფისშიც, თუმცა თავად
ოპოზიციონერის თქმით, ოფისიდან არაფერი ამოუღიათ.
6 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა მემარცხენე ფრონტის ლიდერის
სერგეი უდალცოვის დაკითხვა, რომელიც ნავალნისთან ერთად საგამოძიებო კომიტეტში
დღესაც არის დაკითხვაზე დაბარებული.
რუსეთის ოპოზიციური ლიდერების ბინებს 6 მაისის აქციის დროს
არეულობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის გამო ჩხრეკენ. ჯერ-ჯერობით, ოპოზიციურ ლიდერებს მოწმეების
სტატუსი აქვთ.
Internet.ge