GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა
13:32 14.06.2012
დღის სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრეებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნულ არქივში დასაქმებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა.

მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ასევე, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები.

სამინისტროს ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შესაძლებლობები შეუზღუდავია.“ სამინისტროს სამსახურებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალასტუდიომ“ გადაიღო.  სახლსა და ოფისში, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდგომოდ, იუსტიციის სამინისტრომ შარდენზე გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება“ მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და  საბავშვო სტუდია „ენკი-ბენკი“ გაერთიანდნენ. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის  სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებს. შეზღუდული შესაძლებობის  მქონე პირებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და იუსტიციის სახლებში დამოუკიდებლად გადაადგილება, სერვისების მიღება და მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ. იმ ოფისებში დასაქმებულები კი,  სადაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის, ჯერ-ჯერობით დისტანციურად მუშაობენ.

14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დღეიდან სახელმწიფო უწყებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები შევლენ1
ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ნუ შეუშლიან ხელს კომისიების მუშაობას2
ინგა გრიგოლიამ Facebook-ში საკუთარი გვერდი გააუქმა3
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საზოგადოებას არჩევნების შედეგების ნდობისკენ მოუწოდებს4
აშშ კლინტონის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ლავროვის პოზიციას გამოეხმაურა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X