GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მოსკოველი და პეტერბურგელი გულშემატკივრები ერთმანეთს დაერივნენ
12:52 01.04.2012
დღის სიახლეები

მოსკოვში, საფეხბურთო გუნდების - „სპარტაკისა“ და „ზენიტის“ გულშემატკივრებს შორის მასობრივი შეტაკებები მოხდა. ლუჟნიკებში გამართული მატჩის შემდეგ ფეხბურთის ფანატებმა მოსკოვის რამდენიმე მეტროსადგურში ხელჩართული ბრძოლა გამართეს. ყველაზე მასშტაბური არეულობა მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ მოხდა, სადაც პეტერბურგელმა

ულშემატკივრებმა პირდაპირ  დაუწყეს ცემა „სპარტაკის“ ფანებს, ამ დროს ბაქანზე ჩამომდგარი მატარებლიდან მოსკოველი გულშემატკივრები გადმოვიდნენ და ნამდვილი ბრძოლა დაიწყეს. მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. როგორც რუსული გაზეთები წერენ, დაახლოებით 100 პეტერბურგელი ფანატი შემთხვევით გამვლელებსაც ურტყამდა. დაზარალდა რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის, ბავშვები.

გაზეტა. რუ-ს ცნობით კი  „ლუჟნიკებში მატჩის შემდეგ „სპარტაკის“ ფანატები მეტროში არასლავური შესახედაობის ადამიანებს დაესხნენ თავს“.

ანალოგიური შეტაკებები ფეხბურთის გულშემატკივრებს შორის მეტროსადგურ „სპორტივნაია“-სა და „კროპოტკინსკაია“-ზეც მოხდა. მოსკოვის შს განყოფილების მონაცემებით, სამართალდამცველებმა 150 ადამიანი დააკავეს. მათი უმრავლესობა ნასვამი იყო.
„სპარტაკსა“ და „ზენიტს“ შორის საფეხბურთო მატჩის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ლუჟნიკებში 4 ათასზე მეტი პოლიციელი იყო მობილიზებული, მათ შორის ომონის 500 მებრძოლი და 2 ათასი სამხედრო შინაგანი ჯარიდან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნოდარ ჯავახიშვილი: საწვავის 25 თეთრით გაიაფება შესაძლებელია1
ოზეროვი: რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით გაუმჯობესდება2
მიხეილ სააკაშვილი ქუთაისის პარლამენტში მივიდა3
საქსტატში მსოფლიო ბანკის ექსპერტები იმყოფებიან4
მეთაურის გულგრილობის გამო მჟავათი დამწვარი ჯარისკაცი სიკვდილს ებრძვის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X