საქართველო ერთ-ერთი პირველი
ქვეყანაა, სადაც CODIS-ის უახლესი სისტემა დაინერგა. როგორც ამერიკის საელჩო იტყობინება,
აშშ-სთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
დნკ-ს ერთიანი ინდექსირების სისტემა (CODIS) ამოქმედდება.
პროექტი აშშ-ის სახელმწიფო
დეპარტამენტის მხარდაჭერით განხორციელდა. ამერიკელი სამართალდამცავი ორგანოები აქტიურად
იყენებენ დნკ-ს მონაცემთა ბაზას. მისი გავრცელება საზღვარგარეთ ცოტა ხნის წინ დაიწყო
და საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც CODIS-ის სისტემაზე ხელმისაწვდომობა
ექნება.
ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები
სპეციალურ ერთკვირიან ტრენინგს გადიან, რომელიც 11 ივნისს დაიწყო. აშშ-ს გამოძიების
ფედერალური ბიუროს ინსტრუქტორების მიერ ჩატარებული სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ,
ისინი შესაბამის სერტიფიკატებს მიიღებენ.
CODIS-ი კომპიუტერული სისტემაა,
რომელიც სატესტო ნიმუშის ინფორმაციულ ბაზაში არსებულ მონაცემებთან შედარების საშუალებას
იძლევა. საქართველოში არსებული დნკ-ს ლაბორატორია პირველი იქნება კავკასიაში, სადაც
ახალი სისტემა დაინერგება.
Internet.ge