იურიდიულ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის შეფასებით, MUST CARRY-ის
პრინციპთან დაკავშირებით, საკაბელო მაუწყებლებმა პოლიტიკა თავად უნდა განსაზღვრონ.
MUST CARY-ის პრინციპის
შემოღებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა და იურიდულ
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პევლე კუბლაშვილმა დღეს, შეხვედრა გამართეს,
თუმცა, საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
როგორც ჟურნალისტებს კუბლაშვილმა
განუცხადა, პრინციპი, რომელიც შემოთავაზებულია არასამთავროების მიერ, არ არის არც
ევროპულ ქვეყანაში და არც ამერიკაში.
„შესაბამისად, უნდა
დასრულდეს იმაზე საუბარი, რომ ხელისუფლებამ ის მოდელი არ გაიზიარა, რომელიც არის
ევროპაში და ამერიკაში. ამას თვითონ არასამთავროების წარმომადგენლები
დაგიდასტურებენ. ანუ, ჩვენ საკაბელო კომპანიებისთვის ვალდებულებას ვერ გავაჩენთ, რომ საკუთარ ბადეში
სხვა ფორმით გამავალი ტელევიზიები ჩართონ.
მსგავსი ჩარევა შეზღუდავს როგორც კონკურენციას, ასევე ამ ბიზნესში მეტი ინვესტიციების
ჩადებას. ეს ყველაფერი კონკურეტუნარიან გარემოში უნდა გადაწყდეს. თითოეულმა ასეთმა
საკაბელო მაუწყებელმა, თავად უნდა გადაწყვიტოს, ამ საკითხთან მიმართებაში - როგორი
იქნება მისი პოლიტიკა,“ - დასძინა კუბლაშვილმა.
Internet.ge