Samsung-მა გადაწყვიტა სოციალური ქსელების ბაზარზე
გავიდეს და მომავალი წლის დასაწყისში Facebook-ის კონკურენტ საკუთარ ქსელს
წარადგენს.
ოფიციალურად Samsung-ს ამის შესახებ ჯერ არ
განუცხადებია, თუმცა უცხოური პრესა, თანამშრომელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს,
რომ ახალი პროექტი კომპანიაში „Samsung Facebook“-ის სახელით არის ცნობილი.
ახალი სერვისი სხვადასხვა მოწყობილობებისთვისაც
იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სახელდება კამერები, ტელევიზორები და Blu-ray player-ები.
სერვისის საფუძველი Family Story იქნება -
მომსახურება, რომელიც განკუთვნილია ფოტოებისა და შეტყობინებების გაცვლისთვის. ეს
ფუნქცია ჯერჯერობით Samsung-ის მხოლოდ ზოგიერთი სმარტფონისთვის და ინტერნეტზე
გამავალი ტელევიზორებისთვისაა ხელმისაწვდომი.
პროექტის გაშვების საორიენტაციო ვადად 2013 წლის
პირველი კვარტალი სახელდება.
Internet.ge