მასაჩუსეტსის
ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად აღმოსავლეთ
კავკასიის ნაწილში დედამიწის ქერქის დინამიკა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბაქოს
რაიონში, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი სეისმური დაძაბულობა დაგროვდა.
დასკვნა
მასაჩუსეტსის ინსტიტუტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული და მასში აღნიშნულია, რომ ბაქოს
რაიონში არაბეთის ფილის გადაადგილების მაჩვენებელმა წელიწადში დაახლოებით 12
მილიმეტრი შეადგინა. ეს კი ორჯერ მეტია, ვიდრე კავკასიის დასავლეთ ნაწილში ხდება.
შორეულ
პერსპექტივაში დაძაბულობის განტვირთვა შესაძლოა, სერიოზული მიწისძვრებით მოხდეს.
თავის ანგარიშში მეცნიერები თავს არიდებენ მიუთითონ, თუ კონკრეტულად სად შეიძლება
მოხდეს მიწისძვრა.
internet.ge