გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლები შსს-ს გაუჩინარებული კოლეგის მოძებნას სთხოვენ
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი
თანამშრომლები მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებენ და სამართალდამცავებს მათ ხელთარსებული ინფორმაციის
მიწოდებას სთხოვენ.
პოლიცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილ თანამშრომელს, მამუკა
ჯიბლაძეს 12 ივნისიდან ეძებს.
ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა
თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მამუკა
ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს გავიდა და უკან არ
დაბრუნებულა.
internet.ge