იტალიაში, 65 წლის ასაკში ცნობილი
კინორეჟისორი და სცენარისტი ჯუზეპე ბერტოლუჩი გარდაიცვალა. დიდი მაესტროს, ბერნარდო
ბერტოლუჩის ძმა ქალაქ დიზოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დაიღუპა. მას
მაყურებელი ისეთი ფილმებიდან იცნობს, როგორიცაა: „დაკარგული ნივთები,“ „უცნაური
ცხოვრება,“ „საიდუმლო“ და სხვ.
კინოკარიერა ჯუზეპე ბერტოლუჩიმ რეჟისორის ასისტენტის რანგში დაიწყო და
მალევე საზოგადოებას სარეჟისორო დებიუტის სახით სურათი „წასვლა და მოსვლა“
შესთავაზა.
მოგვიანებით კი, ცნობილი ისტორიული ეპოსის „მე-20 საუკუნის“ ერთ-ერთი
ავტორი გახდა. ამ პროექტზე იგი რობერტო
ბენინისთან ერთად თანამშრომლობდა.
სად და როდის დაკრძალავენ ცნობილ კინორეჟისორს ჯერ-ჯერობით უცნობია.
Internet.ge