ბაგრატის ტაძრის რეკონსტრუქცია დროებით შეჩერებულია. ამის შესახებ
განცხადება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკა
ვაჩეიშვილმა დღეს ბაგრატის ტაძართან გააკეთა.
მისი თქმით, სააგენტო მზად არის ტაძრის რეაბილიტაციის პროექტთან
დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გამართოს.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე „იუნესკო“ ერთ კვირაში
იმსჯელებს.
„საპარტიარქოს მოთხოვნით, ჩვენ სამუშაოები უკვე შევაჩერეთ. ტაძარს მაღალხარისხიანი სარეაბილირაციო სამუშაოები უტარდება. დამატებით გავივლით ყველა შეჯერებულ წინადადებაზე კონსულტაციას, რის შემდეგაც იმედი მაქვს ბაგრატის ტაძრის აღგდენა მალე განახლდება“,- აღნიშნა ვაჩეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, გუშინ ქადაგებისას, ბაგრატის ტაძრის
სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერება მოითხოვა.
internet.ge