GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსი ექსპერტი და მწერალი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გაეცნო
18:39 18.06.2012
დღის სიახლეები
რუსი ექსპერტი და მწერალი ლარისა ბურაკოვა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს უშუალოდ გაეცნო და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ”მომავლის კლასს”, პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსსა” და მასწავლებლის სახლს ეწვია.
რუსი ექსპერტი უშუალოდ გაეცნო სწავლების იმ მეთოდებს, რასაც მასწავლებლები ”მომავლის კლასის” მეშვეობით იყენებენ. ”მომავლის კლასი" ულტრათანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, კლასში დამონტაჟებულია ინტერაქტიული „ჭკვიანი“ დაფა და სენსორული მონიტორები. ულტრათანამედროვე ტექნიკის გამოყენებით მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ ჩაატარონ ინტეგრირებული გაკვეთილები, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს.

„მომავლის კლასში“ მასწავლებელს საშუალება აქვს მონიტორის საშუალებით თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში გაუწიოს მათ დახმარება, გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები. პროფესიულ კოლეჯ ”იკაროსში” სტუმარი სასწავლებლის საქმიანობასა და ინფრასტრუქტურას გაეცნო.

”იკაროსში” სპეციალისტების გადამზადება ტურიზმის მიმართულებით შემდეგ სპეციალობებზე მიმდნარეობს: მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი.
ექსპერტი მასწავლებლის სახლსაც ეწვია და დაათვალიერა მასწავლებლის სახლში არსებული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ტრენინგოთახები. ცენტრის ექსპერტებთან ერთად საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიის მეშვეობით ერთ-ერთ ექსპერიმენტშიც მიიღო მონაწილეობა. მასწავლებლის სახლში ტრენინგები ერთმანეთის პარალელურად ყოველდღიურად 300-მდე პედაგოგს ჩუტარდება. 

მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება-მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში. აქვე ეწყობა თანამედროვე საგანმანათლებლო ლიტერატურის განხილვები ავტორების მონაწილეობით, უცხოელი და ქართველი ტრენერები ატარებენ სამოდელო გაკვეთილებსა და მასტერკლასებს სხვადასხვა საგნებში და ხორციელდება ლაივ კონფერენციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსებულ სკოლებთან. 

ლარისა ბურაკოვა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოიცა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. წიგნი ეხება საქართველოში გატარებულ რეფორმებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, და იმ წარმატებების აღწერას, რასაც მოკლე დროში საქართველომ მიაღწია. ამ ეტაპზე ლარისა ბურაკოვა კვლავ საქართველოშია და თავისი წიგნისთვის აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რადგან წიგნი უკვე უკრაინაში დაიბეჭდება და უკრაინულად ითარგმნება.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფილმში - „თბილისი, ჩემი ქალაქი“ ჰოლივუდის მსახიობებს იღებენ1
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა2
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება3
50-ზე მეტ ობიექტში 2 000-მდე ოჯახია შეჭრილი4
ნატოს შემფასებელთა ჯგუფი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს დადებითად აფასებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X