ერთიანი ეროვნული
გამოცდების ბარათების დარიგება დღეს დაიწყო. ბარათი აბიტურიენტის საშვს
წარმოადგენს და მასზე დატანილია ინფორმაცია გამოცდების განრიგისა და ადგილის
შესახებ.
„მე-12 კლასის
დამამთავრებელი აბიტურიენტები ბარათებს სკოლებშივე მიიღებენ, ხოლო
სკოლადამთავრებულ აბიტურიენტებსა და მასწავლებლებს მისი აღება საგანმანათლებლო
რესურს-ცენტრებში შეეძლებათ. მაგისტრანტობის კანდიდატები და გრანტის გაუმჯობესების
მსურველი ბაკალავრები საგამოცდო ბარათებს იმ უმაღლეს სასწავლებლებში მიიღებენ,
სადაც ამჟამად სწავლობენ,“ - განაცხადა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოცდების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძის თქმით,
აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციისთვის ერთი საათით ადრე უნდა
გამოცხადნენ. დაგვიანებული აბიტურიენტები გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.
ერთიანი ეროვნული
გამოცდები 28 ივნის დაიწყება და პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში
ჩატარდება.
Internet.ge