კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა
კომპიუტერის
ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 537–მა კანდიდატმა გამოთქვა. კონკურსანტების განაცხადების მიღება კი, 20 ივნისს იწურება.
კომპიუტერის
ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების დირექტორმა ლალი კალანდაძემ დღეს, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, კონკურსის პირობებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
პროექტში
მონაწილეობის
მსურველებს
იუსტიციის
სასწავლო ცენტრში ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით ჩაუტარდათ. ისინი საკუთარ შედეგებს ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობენ. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კონკურსანტებთან მოხდება გასაუბრება და შემდგომ
ისინი ცენტრების გამართული მუშაობისთვის ორკვირიან ტრენინგს გაივლიან.
კომპიუტერულ
ცენტრებში
მომავალი თანამშრომლები გადამზადებას გაივლიან: სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თბილისისა და რეგიონების ტერიტორიულ სამსახურებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფისებში, ბანკებში, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქართველოს ფოსტაში. კონკურსის მონაწილეები ტესტირების დროს აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
ღია
კონკურსში
გამარჯვების
შემთხვევაში,
ისინი უფასოდ მიიღებენ კომპიუტერს, ისარგებლებენ უსასყიდლო ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში, გაივლიან სპეციალურ ტრენინგს. შემდეგ კი ისინი თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან. არსებული რესურსების გათვალისწინებით,
პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.
Internet.ge