ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი, კარლო კოპალიანი ლეჩხუმში, „ნამახვანის“ ჰიდროკასკადის მშენებლობის მასშტაბებს აპროტესტებს და ხელისუფლებას მისი შემცირებისკენ მოუწოდებს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, კოპალიანმა განაცხადა, რიონის ხეობას საშიშროება ემუქრება.
მისი თქმით, 60-იან წლებში „ლაჯანურჰესის“ მშენებლობის გამო შეცვლილი მიკროკლიმატის შედეგებს მოსახლეობა დღემდე ვერ უმკლავდება.
„რიონის ხეობაც ანალოგიური საფრთხის წინაშე დგას. ასეთი მშენებლობის დროს სამი პირობა არის გასათვალისწინებელი – გარემოზე ზემოქმედება, ეკონომიკური სარგებელი და ადგილობრივთა დამოკიდებულება. თოთხმეტივე სოფელში ვიმყოფებოდი, რომელიც ჰესების მშენებლობის გამო დატბორვის ზონაში ხვდება. ხალხის განწყობა კარგად ვიცი და ისინი შეშფოთებულნი არიან. მათი უმრავლესობა მშენებლობების მასშტაბებით უკმაყოფილოა. მშენებლობის წყლის ზედაპირი 7.5 კმ/კვ იქნება. ფაქტობრივად, ხეობა განადგურდება. მიგვაჩნია, რომ ამ სახით რიონის ხეობაში მშენებლობა არასწორია“, – დასძინა მან.
Internet.ge