GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მადნეული" და "კვარციტი" 120 მილიონ დოლარად გაიყიდა
18:16 19.06.2012
დღის სიახლეები

კომპანია "ჯეოპრო მაინინგმა" "მადნეული" და "კვარციტი" 120 მილიონ დოლარად გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომპანია "ჯეოპრო მაინინგმა" "მადნეულის" და "კვარციტის" გაყიდვის შესახებ გარიგებას ხელი 14 ივნისს მოაწერა, თუმცა კომპანიას მყიდველებზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ცნობისთვის, GPM-მა ოქროსმომპოვებელი კომპანიები „მადნეული“ და „კვარციტი“ 2005 წელს შეიძინა, რათა კავკასიის რეგიონში ოქროს წამყვანი მომპოვებელი გამხდარიყო. კომპანიამ ამ მიზანს წარმატებით მიაღწია, რაც ოქროს მოპოვების ხუთმაგ ზრდაში გამოიხატა.

"ჯეოპრო მაინინგის" მიერ  აქტივების გაყიდვა კომპანიის პოლიტიკამ გამოიწვია, რომელიც განვითარების სტრატეგიული ვარიანტების გადახედვას გულისხმობს. შესაბამისად, 2012 წლის თებერვალში „მადნეული“ აუქციონზე გავიდა და მასზე ლიცენზია  (2014 წლიდან) სხვა კომპანიამ მიიღო, რომელიც GPM-სთან კავშირში არ არის.

კომპანიაში ვარაუდობენ, რომ აღნიშნული საქმე GPM-ს საშუალებას მისცემს მთლიანად კონცერტრირდეს სომხეთში არსებულ შვილობილ კომპანიებზე, კონკრეტულად GPM Gold-ზე,  და იაკუტსკის ოქროსმომპოვებელ აქტივებზე რუსეთში.

ინფორმაციის გადასამოწმებლად „ინტერნეტ.ჯი“ "მადნეულისა" და "კვარციტის" პრესსამსახურების წარმომადგენლებს დაუკავშირდა, მათი თქმით,  ბიზნეს გარიგებაზე დეტალური ინფორმაცია დღესვე გამოქვეყნდება.

პრესსამსახური ამ ეტაპზე მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ახალი მფლობელი ოქროს მოპოვებას გააგრძელებს.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
"მადნეული" და "კვარციტი" 120 მილიონ დოლარად გაიყიდა1
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.4
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X