GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქუთაისის უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა
10:23 20.06.2012
დღის სიახლეები
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მეორე SALiS-ის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა. რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა.

საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება.
მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში მუშაობა არა მარტო სტუდენტებისთვის არამედ, მოსწავლეებისთვისაც იქნება შესაძლებელი და ეს საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულ სწავლებას შეუწყობს ხელს. 

ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას. 

განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციების ასათვისებლად და ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვის მიზნით, პროექტი მასწავლებლებისთვის ტრენინგებსაც ითვალისიწნებს. პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს. 

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლევან ბერძენიშვილი: შაშკინი საქართველოდან გაიქცა1
სოხუმი სოჭში დაგეგმილი ტერაქტების რუსულ ვერსიას არ იზიარებს2
ხათუნა გოგალაძე დღეს მოადგილეებს წარადგენს3
არჩევნების შედეგების მიხედვით უკრაინის რადაში 5 პოლიტიკური პარტია მოხვდება4
პარლამენტში კოალიცია "ქართულ ოცნებას" - 85 მანდატი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 65 ექნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X