თბილისის მერის, გიგი უგულავას შეფასებით, ქვეყანაში, თბილისის
ნებისმიერ უბანში, უსაფრთხოების განცდა დამკვიდრდა.
ამის შესახებ განცხადება, უგულავამ საგანგებო სიტუაციების მართვის
ცენტრში ყოფნისას გააკეთა.
მერის განცხადებით, იქ სადაც უსაფრთხოების განცდა არ არის ვერაფერი
განვითარდება.
„არ არსებობს პერიფერია და ცენტრი, იმიტომ, რომ ყველა ფერიფერია
ცენტრია და ყველა ცენტრი პერიფერია. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველას
უსაფრთხოების განცდა გაუჩნდა. იქ სადაც უსაფრთხოების განცდა არ არის არ ვითარდება
ბიზნესი და ვერაფერი კეთდება“,- განაცხადა უგულავამ.
Internet.ge