სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქეთი დოლიძეს საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. რეჟისორი აცხადებს,
რომ საქმე ეხება 5 წლის წინანდელ გარიგებას, როდესაც მან ორი ქალბატონისგან თანხა
ისესხა.
„ერთ-ერთი ქალბატონი ამტკიცებს, რომ სესხი არ დამიფარავს, საქმეში
ფიგურირებს გადახდილი ქვითრებიც, გარდა ერთისა, რომელიც დაიკარგა. სწორედ ამ ერთი ქვითრის გამო საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 5 ათასი ლარს გადახდა დამაკისრა. რასაც არ გადავიხდი. გუშინ „ბანკ ქართუში“
ანგარიში დამიყადაღეს, თუმცა ბანკში ერთი თეთრი არ მაქვს“, - ამბობს დოლიძე.
internet.ge