იუსტიციის სამინისტროში „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
სამსახურის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. საქართველოს პროკურატურის
ახალი სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კომპანია ACT-მ წარმოადგინა. კვლევის
ფარგლებში 237 რესპოდენტი გამოიკითხა, რომლებმაც „მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის“ სამსახურით ისარგებლეს. ჩატარდა როგორც ინდივიდუალური, ისე -
ჯგუფური ინტერვიუები.
როგორც კვლევამ აჩვენა, მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას, უმტესწილად, უშუალოდ
კოორდინატორისგან იგებენ; გამოკითხულთა დაახლოებით 93%-ს „მოწმისა
და დაზარალებულის“ კოორდინატორის სამსახური“ „მნიშვნელოვნად“ ან „ძალიან მნიშვნელოვნად“
მიაჩნიათ, მათი 96% კი გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი“ ან „ძალიან კმაყოფილია“. „მოწმისა
და დაზარალებულის კოორდინატორის“ სერვისით სარგებლობის შემდეგ პროკურატურის მიმართ
განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა 69%-ს.
კვლევის პრეზენტაცია იუსტიციის სამინისტროში დაზარალებულის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
კვირეული ორშაბათს, 18 მაისს, ბათუმში გაიხსნა და ის 24 ივნისამდე გასტანს. ამ
დროის მანძილზე იუსტიციის სამინისტროში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგემილი -
მრგვალი მაგიდა; შეხვედრები,
დისკუსიები, სადაც დაზარალებულის უფლებების დაცვაზე, ამ მხრივ საერთაშორისო
სტანდარტების დანერგვაზე ისაუბრებენ.
მოწმისა და
დაზარალებულის კოორდინატორის"
სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და
რუსთავში. წლეულს მისი არეალი გაფართოვდა - პროგრამამ თელავი, ზუგდიდი და გორიც
მოიცვა. სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და
დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის უზრუნველყოფა და მათთვის
საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა, რაც
მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის.
internet.ge