ეგვიპტის
ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. გუშინ ეგვიპტური
საააგენტო „მენა“ ჰოსნი მუბარაქის კლინიკური სიკვდილის შესახებ იუწყებოდა. მოგვიანებით
კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ 84 წლის მუბარაქი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა
მიერთებული.
ამის გამო მიღებულ
იქნა გადაწყვეტილება, ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოდან სამხედრო ჰოსპიტალში
გადაყვანის შესახებ.
მუბარაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ
გაუარესდა, რაც სასამართლომ მისთვის სამუდამო პატიმრობის განაჩენი გამოიტანა.
internet.ge