1812 წლის
სამამულო ომის იუბილესთან დაკავშირებით, სანკტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის გენერლის,
ქართველ მეფეთა გვარის წარმომადგენლის პეტრე ბაგრატიონის ძეგლის დადგმას აპირებენ.
თუმცა ძეგლის
ავტორმა, მოქანდაკე იან ნეიმანმა ქალაქის მთავრობაში გაარკვია, რომ სანკტ-პეტერბურგის
გუბერნატორის განკარგულება ძეგლის დადგმის შესახებ ჯერ ხელმოწერილი არ არის, ის
ვიცე-გუბერნატორის აპარატში დევს და განხილვას ელოდება.
ვიცე-გუბერნატორის
პრესსამსახურში კი აცხადებენ, რომ არ იციან, როდის მოეწერება ხელი განკარგულებას
და საერთოდ არაფერი სმენიათ ძეგლის შესახებ.
მოქანდაკე
ბიუროკრატიული ბარიერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ძეგლის
დადგმა 2012 წლის სექტემბრისთვის, როგორც ეს დაგეგმილი იყო, ვერ მოესწრება.
„რუსული არმიის ლომის“, როგორც მას ბელინსკი
უწოდებდა, პეტრე ბაგრატიონის ძეგლი ყოფილი სემიონოვსკის პლაცას აღმოსავლეთ
ნაწილში, ბრიანცევის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის სიახლოვეს უნდა დაიდგას.
internet.ge