გემი,
რომელზეც დაახლოებით 200 არალეგალი მიგრანტი იმყოფებოდა, ინდოეთის ოკეანეში, ავსტრალიის შობის კუნძულის სიახლოვეს
გადაბრუნდა - წერს ავსტრალიური მედია.
კუნძული
ინდონეზიიდან 500 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს, ხოლო თითქმის 2 ათასი
კილომეტრითაა დაშორებული ავსტრალიის მატერიკებს.
ავსტრალიის
საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განაცხადეს, რომ ინცინდენტის შესახებ ინფორმაცია
უკვე გადასცეს ინდონეზიასაც, რომელიც ერთობლივი სამაშველო ოპერაციის კოორდინაციას
მოახდენს.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე შრი-ლანკას
მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
სააგენტო როიტერის ცნობით, უკვე დაწყებულია სამძებრო სამუშაოები და
ვერტმფრენებიდან წყალში ადამიანებიც დააფიქსირეს.
internet.ge