GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნიკოლაიშვილმა ბაკურიანი-ახალქალაქის დამაკავშირებელი გზა გახსნა
15:05 21.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ლაშა ჭკადუასთან ერთად არაგვას სათხილამურო კომპლექსთან მისასვლელი, ბაკურიანი-ახალქალაქის დამაკავშირებელი 10 კმ-იანი გზა გახსნა.

სარეაბილიტაციო  სამუშაოების დაწყებამდე გზის აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც  სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 40-მდე სოფლის მოსახლეობას მოემსახურება, სრულიად ამორტიზებული იყო და მასზე გადაადგილება სირთულეებს უქმნიდა, როგორც ადილობრივ მაცხოვრებლებს, ასევე რეგიონის სტუმრებს. გზის 10 კმ-იანი მონაკვეთი მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწების გასწვრივ გადის და სოფელ არაგვას სათხილამურო სკოლასთან მთავრდება. რეაბილიტირებული გზა ადგილობრივებს  კუთვნილ ნაკვეთებთან მისვლას გაუადვილებს. გარდა ამისა, ახალი გზით არაგვას სათხილამურო სკოლის აღსაზრდელები და ტურისტებიც ისარგებლებენ.

პროექტის ფარგლებში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  მოეწყო სანიაღვრე არხები, ხელოვნური ნაგებობები, თვალამრიდები და დაიგო  2-ფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.  გზა დაიხაზა და დამონტაჟდა საგზაო ნიშნები.

გზის რეაბილიტაცია, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებზე 150-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

მინისტრი აღნიშნული გზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას და გზის მშენებლებსაც შეხვდა. მან მეგზევეებს სამუშაოების დათქმულ ვადაში და ხარისხიანად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მოგვიანებით, რამაზ ნიკოლაიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო თათბირი გამართა და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაცია 56 ადამიანმა მიიღო1
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია2
მეცნიერებენმა ყინულის საფარის ქვეშ უზარმაზარი კანიონი აღმოაჩინეს3
მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრები მიიღო4
გელა ნიკოლაიშვილს მოსამართლემ მოუწოდა არ ესაუბრა დასაცავი პირის საწინააღმდეგოდ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X