ატესტატის დაჩქარებულ
რეჟიმში - ერთ დღეში მიღება, 50 ლარი ეღირება. როგორც სამოქალაქო რეესტრის
სააგენტო იტყობინება, ატესტატის უფასოდ მიღება განაცხადის შეტანიდან 10 დღეშია
შესაძლებელი.
ატესტატის დაჩქარებულ
რეჟიმში მიღების სერვისი მომხმარებლებს დოკუმენტის 5, 3 და 2 დღეში გაცემასაც
სთავაზობს. 5 დღის ვადაში ატესტატის აღება 20 ლარი, 3 დღის ვადაში - 30, ხოლო 2
დღის ვადაში - 40 ლარი ეღირება.
ზოგადი განათლების
ატესტატის გაცემა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
დოკუმენტის მიღებისთვის სკოლადამთავრებულებმა მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა
წარადგინონ.
Internet.ge