GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კამპანია „ეს შენ გეხება“ 30 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებს
15:59 21.06.2012
დღის სიახლეები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, კამპანია – „ეს შენ გეხებას“ უფლება მისცა, რომ მასთ ქერის პრინციპთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ინიცირების მიზნით, მოსახლეობაში 30 ათასი ხელმოწერა შეაგროვოს.

როგორც კომიტეტის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს კამპანიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი მელაშვილმა განუცხადა, ხელმოწერებს ივლისის დასაწყისამდე შეაგროვებენ, რომ საკანონმდებლო ორგანომ, კანონპროექტის განხილვა ივლისშივე მოასწროს.

მისი თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ მაუწყებლობის სავალდებულო ტრანზიტთან დაკავშირებით, რაღაც შეიცვლება.

მელაშვილის განცხადებით, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში მოსახლეობამ სხვადასხვა არხებს უყუროს.

„მასთ ქერის პრინციპი უნივერსალურია და ტელევიზიების მაუწყებლობა  რეგიონებშიც უნდა გავუშვათ. არ აქვს მნიშვნელობა ამას მაინცდამაინც „მასთ ქერი“ ერქმევა, თუ „მასთ ოფერი“, – დასძინა მან.

ამასთან, მელაშვილი მმართველი გუნდის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ე.წ. მასთ ქერის გათვალისიწნებას კერძო კომპანიებს ვერ დაავალებენ, რადგან ეს მათ უფლებებს ზღუდავს.

„ეტყობა, ამერიკელები ისეთ სიმაღლეზე ვერ დგანან კერძო ბიზნესის დაცვაში, როგორც აკაკი მინაშვილი. ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ასე არ შეიძლება ლაპარაკი. ეს არგუმენტი არ არის“, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საკაბელო მაუწყებლების მიერ სავალდებულო ტრანზიტის საკითხზე, ამ კამპანიის წევრებმა კონსულტაციები პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან გამართეს, თუმცა, საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, რის გამოც, კანონპორექტის დასარეგისტრირებლად 30 000 ამომრჩეველის ხელმოწერის შეგროვების ინიციატივით გამოვიდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი ნატოს ასაბლეაზე მთავარ გამომსვლელად წარსდგება1
კახეთიდან ქართველი ჯარისკაცები ოვაციებით გააცილეს (VIDEO)2
ფოტორეპორაჟი: კახა ლომაია "ქართული ოცნების" აქციაზე3
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა4
ტბაში 6 წლის გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X