“სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის“ „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ ანტენების დაყადაღებას გმობს
კომპანია „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული სატელევიზიო ანტენების დაყადაღების თაობაზე, “სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურის აღნიშნული ქმედება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული.
„პროკურატურა,
ისევე როგორც იუსტიციის მთელი სისტემა, ხელისუფლების ხელში იქცა პოლიტიკური ოპონენტების დევნის, საკუთარი ხალხის დაშინებისა და თავისუფალი პრესის მიმართ რეპრესიების გატარების იარაღად.სრულიად ცინიკური და უზნეოა პროკურატურის განცხადება, რომ თითქოსდა აღნიშნული ყადაღის მიზანია "მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა".
სწორედ რომ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მცდელობა და მოწოდება, რაც შეიძლება გააფართოვოს აბონენტთა რიცხოვნული და გეოგრაფიული არეალი, უწყობს ხელს თითოეულ მოქალაქემდე ალტერნატიული და მრავალმხრივი ინფორმაციის მიტანას“,-
ნათქვამია განცხადებაში.
"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" პროკურატურის
მიერ, კომპანიის წინააღმდეგ გამოძების დაწყებას გმობს.
"სოლიდარობა მედიის თავისუფლებისათვის" მის ხელთ არსებული ყველა ლეგიტიმური საშუალებით წინ აღუდგება თავისი წევრი მედია-სუბიექტების, და მათ შორის "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" კანონიერი უფლებების შეზღუდვას“, - ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge