GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“: ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილს
18:25 21.06.2012
დღის სიახლეები

კოალიცია „ქართული ოცნება“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:

"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური განაცხადის შემდეგ, ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად შეზღუდოს პოლიტიკაში მისი მონაწილეობა და ამაში არა ერთი სახელისუფლებო ინსტიტუტი ჰყავს ჩართული: პარლამენტი, რომელმაც გარდა იმისა, რომ სპეციალურად ბიძინა ივანიშვილს მიუსადაგა კანონმდებლობა, კონტროლის პალატის დაქვემდებარებაში შექმნა ფინანსური მონიტორინგის სამსახური და სასამართლო, რომელიც მორჩილად და მყისიერად იღებს ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს.

თბილისსა და საქართველოს სხვა რეგიონებში გამართული მრავალათასიანი აქციების შემდეგ, ყველასთვის ცხადი გახდა, როგორი მხარდაჭერა აქვს კოალიციას. სწორედ ამიტომ, ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს, რათა წინ აღუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია "ქართულ ოცნებას" და ფინანსური რესურსების გადაკეტვით შეაჩეროს მისი პოლიტიკური აქტიურობა.

კოალიცია "ქართულ ოცნებას" ამ ბოლო დღეებში მრავალი მხარდამჭერი გამოეხმაურა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, თავად დააფინანსონ და ამით საკუთარი წვლილი შეიტანონ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კოალიციას სთხოვენ საბანკო ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა მსურველს არა მარტო აქციებზე მოსვლით, არამედ საკუთარი ფინანსური მონაწილეობითაც მხარში დაუდგეს კოალიციას წინასაარჩევნო საქმიანობაში და ამით თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში.

კოალიცია "ქართული ოცნება" მადლობას უხდის ყველას ასეთი დიდი ნდობისა და მხარში დგომისათვის და აცხადებს საბანკო ანგარიშსა და რეკვიზიტებს.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვიქტორ ორბანმა საქართველოს მოქალაქის პასპორტი აიღო1
მასშტაბური ავარიის შედეგად 52 ადამიანი დაშავდა (VIDEO)2
ჩიორა თაქთაქიშვილი საერთაშორისო დამკვირვებლებს განსაკუთრებული მონიტორინგის დაწესებისკენ მოუწოდებს3
მერაბიშვილი: ის სამარცხვინო მოქალაქეები უნდა ჩამოვიცილოთ, რომლებიც ხალხს ეროვნების მიხედვით ყოფენ4
პატიმრებზე განხორციელებული ძალადობა ზუგდიდშიც დაგმეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X