მეტი დრო დაუთმეთ სასიყვარულო ურთირთობებსა და შემოქმედებით მუშაობას, ხელოვნებას. ნუ იკამათებთ ახლობლებთან, ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას. კარგია მშრალი შიმშილობა ან დიეტის დაცვა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, ტრადიციებს.
მინერალებიდან სასიკეთოა: ბრილიანტი, სერდოლიკი, ქარვა, მთის ბროლი, სარდიონი. ფერებიდან დადებითია: წითელი, ოქროსფერი, ლურჯი, შინდისფერი, ბეჟი, ნარინჯისფერი და შავი. სიზმრები ახდება ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ. ნეგატიურია დღე ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების დასადებად, ადგილსამყოფელის (ბინის) შესაცვლელად, მცენარეების დარგვა-გადარგვისათვის, ნიშნობისა და ქორწინებისათვის, ცხოველებით ვაჭრობისათვის, ხელმძღვანელთა კრიტიკისათვის, კომერციული ტვირთზიდვისათვის.
სასიკეთოა დღე იურიდიული საკითხებისათვის, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისათვის, მშენებლობის დასაწყებად, მეგობრული კავშირებისათვის, გართობისათვის, ლატარიის ბილეთების, საჩუქრების, ტანსაცმლის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის, საიუველირო ნაწარმის შესაძენად, ახალი თანამდებობის დასაკავებლად, ახალი სამსახურის დასაწყებად. ჯანმრთელობის თვალსაზრისით სუსტდება გულსისხლძარღვთა სისტემა და ხერხემალი.
დღე დადებითია ლომისა და მერწყულისათვის. უარყოფითია – კუროსა და მორიელისათვის.
internet.ge