შსს საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს
10:27 22.06.2012
|
დღის სიახლეები
|
შს სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც საპატრულო პოლიციაში გახორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხება, "ინტერნეტ.ჯი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: "საპატრულო პოლიციაში რუტინული როტაციისათვის პოლიტიკური სარჩულის ძიების მცდელობა საფუძველს მოკლებული და გაუგებარია.
როტაცია ანუ სხვადასხვა რგოლის და რანგის პოლიციელების პერიოდული გეოგრაფიული და სამსახურეობრივი გადანაწილება, მუშაობის ეფექტურობის ზრდას ისახავს მიზნად; სამსახურეობრივი გადანაწილებები აგრეთვე ახალი კადრების მიღების და ადგილზე ტრეინინგის შესაძლებლობაა. საპატრულო და კრიმინალურ პოლიციაში მსგავსი პრაქტიკა პოლიციის რეფორმის პირველივე წლებში დამკვიდრდა და რეგულარულ ხასიათს ატარებს.
2011 წლის მაისს-ივნისში როტაცია საპატრულო პოლიციაში შეეხო 194, ხოლო 2012 წლის მაისს-ივნისში -150 პოლიციელს.
სახაზო საპატრულო პოლიციიდან 35 თანამშრომელი გადავიდა მეტროპოლიტენის სამმართველოში, ხოლო იქიდან 20 - სახაზო სამმართველოში. დაინიშნა პოლიციის აკადემიის 8 ახალი კურსდამთავრებული. 32-მა ამჟამად უკვე ყოფილმა პოლიციელმა უარი თქვა შეთავაზებულ სამსახურეობრივ როტაციაზე და დატოვა სამსახური."
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|