GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„გლობალ TV-ის“ კუთვნილი სატელიტური ანტენების უდიდესი ნაწილი დაყადაღებულია
11:10 22.06.2012
დღის სიახლეები

პროკურატურის ინფორმაციით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილი სატელიტური ანტენების უდიდესი ნაწილი დაყადაღებულია. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ განუცხადა, დაყადაღების პროცესი გუშინვე დასრულდა.

მისი თქმით, „გლობალ TV-ის“  ოფისების უმრავლესობა სამართალდამცავებმა უკვე დატოვეს.

„დაყადაღებული ანტენების ზუსტ რაოდენობას შესაბამისი სამსახური ითვლის. რაც შეეხება "ელიტა ბუჯს", საწყობი დაყადაღებულია, თუმცა თანამშრომლებს მუშაობაში ხელი არ შეშლიათ“,- განაცხადა იოსავამ.

რაც შეეხება თავად „გლობალ კონტაქტ კონსალტინგს”, როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროკურატურამ გუშინ  კომპანიის კუთვნილი 300 ათასზე მეტი ანტენა დააყადაღა.

ცნობისთვის, ანტენების დაყადაღების პროცესი უკვე დასრულდა "ელიტა ბურჯისა" და "ციცინათელას" ტერიტორიებზე, ასევე, ლანჩხუთის, თელავისა და სამტრედიის საწყობებში.

პროკურატურამ  „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის” კუთვნილი დაუმონტაჟებელი სატელიტური ანტენების დაყადაღების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის, პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა, შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება"- აღნიშნულია განცხადებაში რომელიც პროკურატურამ გუშინ გაავრცელა. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნორა კვიციანი პატიმრობიდან გაათავისუფლეს1
სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ მსჯავრდებულებს შეხვდნენ, რომლებსაც პირი აქვთ ამოკერილი2
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე დააკავეს3
მესტიაში დაკარგული ლიტველი ალპინისტის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს4
ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას საქართველო დეკემბრის დასაწყისში მიიღებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X