მეცნიერებმა აღმოაჩინეს,
რომ ვირუსი H5N1, რომელსაც
ფრინველის გრიპსაც უწოდებენ, ინტენსიურ მუტაციას განიცდის. სპეციალისტთა
მონაცემებით არსებობს რეალური საშიშროება, რომ ის უფრო მეტად გადამდები გახდება და
ადამიანიდან ადამიანზე ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელდება. ასეთ შემთხვევაში კი, სასიკვდილო პანდემია შეიძლება დაიწყოს.
პერიოდულად ამ თემაზე ინფორმაციებს აქვეყნებს სამეცნიერო ჟურნალი Science, რომლის მიმართაც ამერიკულ
სპეცსამსახურებს არაერთხელ ჰქონდათ პრეტენზია, რომ გამოცემა, გარდა იმისა, რომ
პანიკას თესავს, მისი ინფორმაციები ვირუსის მუტაციის შესახებ, შესაძლოა,
ტერორისტების დაინტერესების ობიექტი გახდეს.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ მეცნიერთა და ექსპერტთა მოსაზრებები, ტერორისტებს,
შესაძლოა, ბიოლოგიური იარაღის დამზადებაში დაეხმაროს.
ამ დროისათვის, ფრინველის
გრიპით შეიძლება დაავადდნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც უშუალოდ აქვთ შეხება
ფრთოსან არსებებთან. მაგრამ გენეტიკოსთა აზრით, H5N1-ს მხოლოდ 5 გენეტიკური ცვლილება
სჭირდება, რათა ადამიანიდან ადამიანზე გადამდები გახდეს. სპეციალისტების თქმით, ეს
მუტაციები, შესაძლოა, თავისთავად, ბუნებრივადაც მოხდეს.
Internet.ge