საქართველოში დღეს, უკვე მეორედ „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე" აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აუტიზმის საზოგადოებას ეწვია და იქ მყოფი აუტისტი ბავშვების მშობლებს გაესაუბრა.
მინისტრმა პატარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა.
„მართალია საზოგადოებაში მცირეა იმ ოჯახების რაოდენობა, ვისაც ეს პრობლემა უდგას, მაგრამ ჩვენთვის ყველა ოჯახი მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, თითოეული მათგანის გასაჭირი ჩვენი პრობლემაც არის. იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტიზმის ადრეულ გამოვლენას, ჩვენ მუდმივად გვექნება დიალოგი, როგორც მშობლებთან, ისე ამ სფეროს სპეციალისტებთან." -აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
2007 წლის 18 დეკემბერს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ,
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა. ამ დღის მიზანია, აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმაციულობის გაზრდა და აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.
გაეროს ასამბლეამ, აღნიშნული გადაწყვეტილება, აუტიზმის შემთხვევათა მატების საფუძველზე მიიღო. მსოფლიოს მასშტაბით, აუტიზმის ათობით მილიონ შემთხვევაა გამოვლენილი, რის გამოც, ეს პრობლემა მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად შეფასდა.
საქართველო „აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეს" 2011 წელს შეუერთდა.
Internet.ge