ლიდერი ფარმაციული კომპანიები “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემებს არ ეთანხმებიან
“საერთაშორისო
გამჭვირვალობა
- საქართველოს“
მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ფარმაცევტული ბაზრის შესახებ ძალიან გაბერილია და სინამდვილეს არ შეესაბამება“.- აღნიშნული
განცხადება დღეს „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში სამმა ფარმაცუიულმა კომპანიის
წარმომადგენელმა გააკეთა.
“პე ეს პეს“ დრიექტორი გოჩა გოგილაშვილი, “ჯი პი სის“ საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით გორდაძე და “ავერსის“
დამფუძნებელი პაატარა კურტანიძე თანხმდებიან,
რომ საქართველოში ევროპასთან შედარებით მედიკამენტის ფასები მაღალია, თუმცა
კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაცის, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტულ ბაზარზე მოღვაწეობისთვის
სხვა ფარმაცევტულ კომპანიებს გარკვეული ბარიერები აქვთ და ამ
სამ კომპანიას შორის ფარული გარიგებები არსებობს.
“ჩვენ
შორის ჯანსაღი კონკურენციაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ და იარაღი მივუშვიროთ,“ - განაცხადა
კურტანიძემ.
მისივე განცხადებით, კვლევაში ნაჩვენები იყო, რომ მედიკამენტებზე ფასნამატი 102% - ია.
„ეს მონაცემი სრულიად არარეალურია. ფასნამატი დღეისთვის საშუალოდ 25 –
30% -ს შეადგენს“ - აღნიშნა კურტანიძემ
რაც შეეხება, კომპანია „პე ეს პე“-ს კომპანიის დირექტორი გოჩა
გოგილაშვილი აცხადებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ არასწორად
გაკეთებული კვლევა წარმოადგინა.
„არანაირი გარიგება არ გვაქვს, არსებობს ნამდვილი კონკურენცია, თუმცა
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმანეთი უნდა დავხოცოთ”,- განმარტა გოგილაშვილმა.
დავით გორგაძეს კი რომელიც "ჯი პი სი"-ს საოპერაციო
დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი
აქციონერია კვლევის ავტორებთან სხვა პრეტენზია აქვს.
მისი თქმით, კვლევა ტენდენციურია.
გონგაძის განცხადებით, გავრცელებულ განცხადებაში წერია რომ შეუძლებელი გახდა კომპანიის
მფლობელების ვინაობის დადგენა.
„კვლევაში მოყვანილია ფაქტობრივი შეცდომები. ნებისმიერ ადამიანს
დასჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი იმისთვის, რომ დაადგინოს "ჯიპისი"-ს
დამფუძნებლების ვინაობა. კვლევის მიხედვით
თურმე გვაქვს 40 აფთიაქი თბილისში და 10
რეგიონებში, სიცრუეა, სინამდვილეში ჩვენ გვაქვს 51 აფთიაქი თბილისში
და 29 რეგიონებში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული
ფარმაცევტული ბაზრის კველვის ახალი ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. ანგარიშის
ავტორები ირწმუნებიან, რომ საქართველოში
მედიკამენტებზე ფასნამატი ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე გაცილებით
მაღალია.
კვლევაში ასევე საუბარია, რომ ბაზარზე “ჯი პი სის“ ,
„ავერსის“ და “პე ეს პეს“ დომინირებამ
ფარმაცევტულ პროდუქციაზე მოსახლეობის დანახარჯების ზრდა განაპირობა.
Internet.ge