საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
დავით ბაქრაძემ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრის (CERN) გენერალურ დირექტორთან, პროფესორ როლფ-დიტერ ჰოიერთან
გამართულ შეხვედრაზე საქართველოში მეცნიერების და უმაღლესი განათლების განვითრების საკითხები განვიხილა.
როგორც
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს, ბაქრაძემ განუცხადა, ქართველ ფიზიკოსებს და იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც გადაწყვიტეს მეცნიერებას გაყვნენ დამატებითი შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება მიიღონ და მუშაობა შვეიცარიაში გააგრძელონ.
მისი
თქმით, ბევრი ქართველი ფიზიკოსი უკვე მუშობს შვეიცარიაში CERN-ში.
„მეცნირება ჩვენი პრიორიტეტია და თანამედროვე მეცნიერების განვითარება შეუძლებელია თუ არ იქნება ინტენსიური კონტაქტები უცხოეთთან. ამ თვალსაზრისით CERN არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე და ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო ცენტრი და ამ ცენტრთან ურთიერთობის განვითარება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქართული ფიზიკის და ზოგადად ქართული მეცნიერების განვითრებისთვის“, – აღნიშა ბაქრაძემ.
როლფ-დიტერ ჰოიერის
შეფასებით, მას ძალიან
მოსწონს ის წარმატებები, რასაც საქართველომ მიაღწია.
„აეროპორტიდან აქ მოსვლამდე
ვხედავდი, თუ რამდენად განსხვავადება საქართველო იმისგან რაც ორი წლის წინ იყო“, – აღნიშნა როლფ-დიტერ ჰოიერმა.
შეგახსენებთ,
რომ ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი
საქართველო დღეს ეწვია და ის მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ამასთან, ხვალ, ჰოიერი ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო
სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში ლექციას წაიკითხავს.
Internet.ge