GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად ნეტბუკების ქარხანა დაათვალიერა
13:59 25.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მომავალ პირველკლასელებთან ერთად კომპიუტერული ქარხანა „ალგორითმი“ დაათვალიერა და მათთვის გადასაცემი კომპიუტერების აწყობის პროცესს დაესწრო.

ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სწორედ ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკს („ბუკს“) მიიღებს. ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ფსიქოლოგია, ასევე მისი უნარ-ჩვევები.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის სამყაროში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელად მიიჩნია, ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფა კი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.

საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან კომპიუტერს საჩუქრად უკვე მესამე წელია იღებს. პროექტი მიზნად ისახავს, განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და განათლების საერთაშორისო სივრცეში მათ ინტეგრაციას.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვისაა გათვალისწინებული და მას დამხმარე ხასიათი აქვს - მოსწავლეები კომპიუტერებს სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად იყენებენ. სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა პირველი კლასის დამრიგებელი ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გადაამზადა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თარგამაძე ეროვნულ ბანკს მოუწოდებს ხელისუფლების პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ არ მოექცეს1
სკოლებში გრიპის ეპიდემიის საფრთე იზრდება2
მამაკაცმა სასტუმროს ნომერში თავი ჩამოიხრჩო3
ირაკლი ალასანია მოადგილეებს დაასახელებს4
უმრავლესობის წევრები გუნარდ ვიგანდის შეხვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X