GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკო-ში “საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
14:50 25.06.2012
დღის სიახლეები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, დღეს "საქართველოში სანდო და მდგრადი საარჩევნო ინსტიტუციებისა და პროცესების ხელშეწყობის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერი ჰელგა პენდერი, საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ჯეიმ მაკგოლდრიკი, გაეროს საარჩევნო პროგრამის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია და დემოკრატიული მმართველობის პროგრამების ანალიტიკოსი გიგი ბრეგაძე დაესწრნენ.

კომისიის ინფორმაციით, ცესკოს ხელმძღვანელობისა და გაეროს განვითარების პროგრამის მჭიდრო თანამშრომლობისა და ინტენსიური განხილვების შედეგად განისაზღვრა აუცილებელი აქტივობები  და მოხდა იმ საჭიროებების იდენტიფიცირება, რომლებიც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; შედეგად კი შემუშავდა პროექტი, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განახორციელებს.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, პროექტის მიზანია 2012-2014 წლებში სანდო და სტაბილური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მასში საქმიანობების ხუთი კომპონენტია გაწერილი: 1.არჩევნებში მონაწილე ძირითადი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება; 2.არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესება და ახალი საარჩევნო კოდექსის გათვიცნობიერება; 3.ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების გაზრდა; 4.საზოგადოების საარჩევნო ცნობიერება და სამოქალაქო მონაწილეობა მოწყვლად ჯგუფებში; 5.სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების ხელშწყობა.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბენდუქიძე: ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა ქვეყნის ეკონომიკას ავნებს1
მაია ფანჯიკიძე: საქართველოს საგარეო კურსში ძირეული ცვლილებები არ იგეგმება2
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრების მიერ პირის ამოკერვის ფაქტს უარყოფს3
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს დღეს დატოვებს4
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ებრაელთა ევრაზიულ კონგრესთან მემორანდუმი გააფორმა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X