ბათუმის
იუსტიციის
სახლს დღეს, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. სამინისტროს
ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი იმ რეფორმების
შედეგების
გაცნობაა,
რომელიც ქვეყანაში მომსახურების სფეროში გატარდა.
იუსტიციის
სახლის მენეჯერმა სტუმარს იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა,
მისი კონცეფცია გააცნო და იმ რეფორმების პრეზენტაციაც წარუდგინა, რომელიც საქართველოში მომსახურების სფეროში გატარდა.
დელეგაციის წევრებმა ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისის პროცედურებისა და მომსახურების ხანგრძლვობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ტურის ბოლოს, იუსტიციის სახლის მენეჯერმა, სტუმრების კითხვებსაც უპასუხა.
ბულგარეთის
პრემიერ-მინისტრი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დელეგაციას უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმაც მიიღო.
იუსტიციის
სახლი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. იუსტიციის სახლები უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რუსთავში, მესტიასა და ქუთაისში.
2012 წელს კი, იუსტიციის სახლები გაიხსნება თელავში, გურჯაანში, ახალციხეში, ახალქალაქში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ლაზიკაში, ფოთში, ყვარელსა და მარნეულში. წელს გაიხსნება ყველაზე მასშტაბური - თბილისის იუსტიციის სახლიც. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლი დამოუკიდებელ სტრუქტურულ ორგანიზაციად გარდაიქმნება.
Internet.ge