GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნიკოლაიშვილი ბულგარეთის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა
19:16 02.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დღეს, ბულგარეთის ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მინისტრს, ივაილო მოსკოვსკის შეხვდა, რომელიც საქართველოში ბულგარეთის პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მყოფ დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.

საქმიანი საუზმის ტიპის შეხვედრაზე, მინისტრებმა საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,  შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტზე გამახვილდა.

„აღნიშნული პროექტი, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე რეგიონული თვალსაზრისით, უმნიშვნელოვანეს პროექტს წარმოადგენს. ახალი სარკინიგზო ხაზი ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის გაზრდას და აზიიდან ევროპაში ტვირთების სწრაფად ტრანსპორტირებას, რაც, როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად აისახება“,- აცხადებენ სამინისტროში.

ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და ბულგარეთის სამომავლო ურთიერთანმაშრომლობაზეც იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს , რომ ქვეყანებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფიქრია ჩიხრაძე: სოფლად ცხოვრება დღითიდღე უპერსპექტივო ხდება1
ეკლესია ძალადობის ფაქტებს აღიარებს2
"ქომაგის" სარჩელის განხილვა 27 ივნისს განახლდება3
მინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ (VIDEO)4
მოჰამედ მერას დაკრძალვაზე ალჟირმა უარი თქვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X