ერაყის სამხრეთით 9 ადამიანი
დაიღუპა, 32 კი მძიმედ დაიჭრა აფეთქების შედეგად, რომელიც ორ ახალგაზრდულ
საფეხბურთო გუნდს შორის მატჩის დროს მოხდა. დაღუპულთა შორის ძირითადად 15-დან 20
წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენები არიან.
აფეთქება პროვინცია
ბაბილში, ქალაქ ელ-ხილაში მოხდა, რომელიც მუსულმანი შიიტებით არის დასახლებული.
სტადიონის სიახლოვეს მდგარი დანაღმული ავტობუსი მსაჯის ფინალური სტვენისთანავე
აფეთქდა.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა
ჯერჯერობით არცერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას თავის თავზე არ აუღია.
internet.ge