GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ”მომავლის კლასი” გაიხსნა
14:00 26.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ დღეს, რუსთავის №24 საჯარო სკოლაში „მომავლის კლასი“ გახსნეს. 

"მომავლის კლასებში" ინტერაქტიული „ჭკვიანი დაფა” და სენსორული  მონიტორებია დამონტაჟებული. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ  ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს. მონიტორის საშუალებით  მასწავლებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს,  გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.

სამინისტროს ინფორმაციით,  ახალი სასწავლო წლიდან „მომავლის კლასები“ გარდაბნის №1,  თეთრიწყაროს №1, მარნეულის №6,  დმანისის №1, წალკის №2,  ბოლონისის №1 საჯარო სკოლებში ამოქმედდება.

„ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება.  ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე ქვემო ქართლში უკვე კეთილმოწყობილი და გახსნისთვის მზადაა 20 ახალი ”მომავლის კლასი”. მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები;

სხვადასხვა საგნის სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები“,- აცხადებენ სამინისტროში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატო: ჩრდილოეთ კავკასიიდან დაძაბულობის საქართველოში გადმოტანა დაუშვებელია1
გრენლანდიის ყინულის დნობა ზღვის დონის მატებას გამოიწვევს2
მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ბიუჯეტი სავსეა (VIDEO)3
ფოტორეპორტაჟი ოზურგეთის იუსტიციის სახლიდან4
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X