საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს, ტელეკომპანია
„რუსთავი 2“-ის ტელეპროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებულს - ნონა
გიუნაშვილს შეხვდა.
ქვეყნის პირველმა პირმა, გიუნაშვილს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა,
რომ მთელი პროექტის მანძილზე მას გულშემატკივრობდა.
პრეზიდენტმა ნონა გიუნაშვილს წარმატებები უსურვა.
„წლიდან წლამდე ეს პროექტი უმჯობესდება და ნახატში წარმოდგენილი იყო
ის თუ რამდენად შეიცვალა საქართველო. ძალიან ნიჭიერი ერი ვართ და შენს შემთხვევაში
ეს დაფასდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge