კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ თანაგუნდელების დაკავების შესახებ
დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს თინა ხიდაშელმა განუცხადა, დაკავების შესახებ
სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით შეიტყო.
„მომხდარის შესახებ კოალიცია ინფორმაციას არკვევს“,- აცხადებს
ხიდაშელი.
შეგახსენებთ, პოლიციამ შსს-ს თანამშრომლის გადმობირებისთვის „ქართული
ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები დააკავა.
Internet.ge