სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინიციატივით წელს, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრი
იქმნება, რათა გამოცდებში მონაწილეობა ყველა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მიიღოს, რომელსაც ჩასაბარებელი აქვს საატესტატო გამოცდები და რეგისტრირებულია
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე.
სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ მიმართონ საგანმანათლებლო
დაწესებულებას
სწავლების
გადავადების
თხოვნით, აკადემიური შვებულების აღების გზით.
სასჯელაღსრულების
დაწესებულებიდან
მსჯავრდებულის
გათავისუფლების
შემდეგ, ზემოაღნიშნულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ განაგრძონ სწავლა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
პატიმრობის
კოდექსის"
მე-18 თავის საფუძველზე საქართველოს სასჯელაღსრულების
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უზრუნველყოფს მხოლოდ ზოგადი და პროფესიული
განათლების
შეთავაზებას
სასჯელაღსრულების
სისტემაში
განთავსებული
ბრალდებულებისა
და მსჯავრდებულებისათვის,
რათა სასჯელის მოხდის შემდგომ მოახდინონ უმტკივნეულო რეინტეგრაცია საზოგადოებაში.
საქართველოს
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო, ყველა აბიტურიენტს ერთიან ეროვნულ გამოცდებში, წარმატებას უსურვებს.
Internet.ge