დღეს, 14:00 სთ-ზე,
„ქორთიარდ მარიოტში“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოში მოქმედ 8 უმაღლეს სასწავლებელთან
თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. იგი უნივერსიტეტებში სამოქალაქო
განათლების დანერგვას გულისხმობს. მისი მიზანი საქართველოში დემოკრატიული კულტურის
გაძლიერება და სამოქალაქო ჩართულობის წახალისებაა.
სამოქალაქო
განათლების პროგრამა USAID-ის მხარდაჭერით IFES-ის მიერ ხორციელდება. მასში 800-ზე მეტი სტუდენტია
ჩართული. ინიციატივა აუმჯობესებს სამოქალაქო პასუხისმგებლობას და მოქალაქეთა
მონაწილეობას საჯარო ცხოვრებაში.
USAID-ის
ახალი პარტნიორები გახდებიან: საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი,
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი,
აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
თანამშრომლობის
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, სამოქალაქო განათლების საკითხზე ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
internet.ge