მეხის ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა, მოზარდი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი
გორის
რაიონის სოფელ ქვემო ხვითში მეხი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ადგილობრივი
მცხოვრები, მიხეილ
ლაცაბიძე გარდაიცვალა.
მამაკაცი, მეზობელ ბავშვთან ერთად მინდორში იყო გასული, რა დროსაც მეხი
ჩამოვარდა. უბედური შემთხვევის შედეგად მიხელ ლაცაბიძე ადგილზევე დაიღუპა.
მეორე დაზარალებული საავადმყოფოშია
გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მას სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
internet.ge