ბიჭმა, რომელიც
ალტერნატიული როკ-ჯგუფის „Placebo“-ს სადებიუტო
ალბომზეა გამოსახული, სასამართლოში ჯგუფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. იგი
მომღერლებს „ცხოვრების დანგრევისთვის“ უჩივის.
დევიდ
ფოქსი 12 წლის იყო, როდესაც სურათი გადაუღეს. ამჟამად იგი 28 წლისაა და ირწმუნება,
რომ ჯგუფმა ფოტო მისი ნებართვის გარეშე გამოიყენა.
მოსარჩელის თქმით,
მისმა ფოტოგრაფმა დეიდაშვილმა ფოქსი ძმის გარდაცვალების შემდეგ გადაიღო. იგი
აცხადებს, რომ ალბომის გამოსვლის შემდეგ დევნისა და შეურაცხყოფის ობიექტი გახდა და
სკოლის დატოვებაც კი მოუხდა, წერს NEWSru.com.
Placebo-ს
წევრები მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. ჯგუფის მენეჯერმა კი
განაცხადა, რომ ბრალდებები კომპანია Virgin-ის მისამართით უნდა იქნას წაყენებული,
ვინაიდან ალბომის გავრცელებაზე სწორედ მან იზრუნა.
Placebo-ს
ალბომი 1996 წელს გამოვიდა. მან ჯგუფს საკმაოდ დიდი წარმატება მოუტანა და ბრიტანულ
ჩარტებში მეხუთე პოზიციაც კი დაიკავა. 2006 წელს, 10 წლის იუბილესთან
დაკავშირებით, ალბომის განახლებული ვერსია გამოვიდა, თუმცა ძველი გარეკანით.
internet.ge