GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით საყვარელიძე მალაიზიაში საქართველოს მოქალაქეების ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავს
12:47 03.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მალაიზიაში, მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გაემგზავრა, სადაც ის მალაიზიელ კოლეგებთან ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხებთან დაკავშირებით  მოლაპარაკებებს გამართავს.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა საპატიმროში უკვე მოინახულეს დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე და გაეცნენ მათი დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

 

„საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამ დრომდე იმყოფება მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დამცველ ადვოკატებთან“,- აცხადებენ პროკურატურაში.

 

დღეს, მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში გაიმართა სასამართლო სხდომა, რომელმაც კიდევ ერთხელ გაითვალისწინა საქართველოს ხელისუფლების მტკიცებულებები და პოზიცია და საქართველოს მოქალაქეს ბაბუცა გორდაძეს შეუმსუბუქა ბრალი და სიკვდილით დასჯის ნაცვლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 30 მარტს კი, დარეჯან კოხტაშვილის მიმართ სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება და მას სიკვდილით დასჯის ნაცვლად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად მალაიზიაში დაკავებული საქართველოს ორივე მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე უმძიმეს სასჯელს – სიკვდილით დასჯას გადაურჩნენ და მათ მიმართ წაყენებული ბრალის გათვალისწინებით, მინიმალურ სასჯელს მოიხდიან. მალაიზიის სახელმწიფოში ნარკოტრაფიკის დანაშაულის ჩამდენს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიური კანონმდებლობით უმძიმესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ემუქრებოდათ.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი1
კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების პროექტში 537 კანდიდატი დარეგისტრირდა2
მთავრობა პრეზიდენტის რეზიდენციის სასტუმროდ გადაკეთებას გეგმავს3
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს4
გოგონა ნახევარი გულით ცოცხალი გადარჩა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X